წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გუშინ, ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის მეპატრონეს კი, ფიზიკურად გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 17 000 ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge