Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რომ არ დავბადებულიყავი ვერ დავინახავდი სიყვარულით სავსე ცრემლიან თვალებს…” – გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

September 16, 2023
“ვშრომობ მათთვის , თორე ხანდახან ძალიან ვიღლები ყველაფრით და ზოგჯერ დანებება მინდა…” – რას წერს გივიკო დიდია

ცნობილი ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“რომ არ დავბადებულიყავი …
რომ არ დავბადებულიყავი ვერ გავიცნობდი დედაჩემს . კეთილს , ჭკვიან ადამიანს გასაოცარი გონებით და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულს . ლამაზს , მხიარულს , ენამახვილ ქალს ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში . ვერ ჩავხედავდი ბებიაჩემს გაზაფხულის სიმწვანით და სითბოთი სავსე საოცარ თვალებში . ვერ შევიგრძნობდი მისი ლამაზი თითების სითბოს . ვერ ვიოცნებებდი დავმსგავსებოდი , ბევრი კარგი ადამიანური თვისებით მას . რომ არ დავბადებულიყავი ვერ მოვისმენდი ბავშობაში დაძინებამდე , ბებიას და ბაბუას ზღაპრებს . ვერ დავინახავდი სიყვარულით სავსე ცრემლიან თვალებს .
ვერ გავიგონებდი მათ ბუტბუტს ღამღამობით ღმერთს რომ ეხვეწებოდნენ , ჩემს კარგად ყოფნას . რომ არ დავბადებულიყავი ვერ გავიგებდი , რა ბედნიერებაა როცა გვერდით გყავს შენი თანამოსისხლე ქრომოსომების თანამოზიარე ძმა . ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი . ცხოვრების ერთგული თანამგზავრი . დიდი იმედი და სიყვარული . რომ არ დავბადებულიყავი ვერ შევიგრძნობდი რამხელა ბედნიერება ძმის შვილი . დაჩი ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი . რომ არ დავბადებულიყავი ვერ შევიგრძნობდი მეგობრობას , მისით ტკბობას , მის ფასს . რომ არ დავბადებულიყავი ვერ დავინახავდი ყურებამდე შეყვარებულ ჩემს თავს . ვერ შევიგძნობდი პირველ ჩახუტებას და მის ეიფორიას . რომ არ დავბადებულიყავი არ მეცოდინებოდა როგორია დარდი და სიხარული . როგორია ღამეების თენება ,ზრუნვა , დამღლელი , მაგრამ სასიამოვნო . ბანალურად ბალიშში თავჩარგული ცრემლნარევი ღამეები , “ ასეც ხდება “ საკუთარი უსუსურობის შეგრძნების შემოტევის ჟამს , მაგრამ დილით ისევ მხნედ და ვითომ აქ არაფერი წამოხტომა )) რომ არ დავბადებულიყავი არ მეცოდნებოდა , რომ სიამაყე და თავმოყვარეობა ვინმესთვის ცხვირის აბზუება და გაბღენძვა კი არაა , არამედ საკუთარ სისუსტეზე გადაბიჯებაა . არ მეცოდინებოდა რომ ცხოვრების აზრი საკუთარი თავის ძიება-გაცნობაშია , მუდმივ ბრძოლაში და საყვარელი ადამიანებისთვის სარგებლობის მოტანაში . რომ არ დავბადებულიყავი ვერ შევიგრძნობდი დაკარგვის ტკივილს , იმედგაცრუებას , ოცნებების კლება-გაქრობას და მათ სურვილებამდე დაწვრილმანებას . რომ არ დავბადებულიყავი ვერ ვიგრძნობდი სუშის გემოს . მწიფე ვაშლატამას ჩაკბეჩას და მისი ღვთაებრივი წვენის ჩამოწუწვას )) არ მეცოდინებოდა ზეთის ხილის გემო და არომატი . რომ არ დავბადებულიყავი ვერ დავჯდებოდი დილაობით მზით განათებულ ფანჯარასთან . ვერ დავიდგამდი წინ გემრიელი ყავით სავსე ფინჯანს და ვერ დაველოდებოდი დღის ბოლომდე წვიმას . ვერ გავყვებოდი ფიქრებს და ვერ ვიბორიალებდი აღმა-დაღმა მათში . რომ არ დაბადებულიყავი ვერ გავცურავდი მზის ზოლზე . ვერ ვიჯდებოდი ხან მშვიდ , ხან აღელვებულ ზღვასთან . ვერ გავწვებოდი ბახმაროს მთებში და ვერ შევისრუტავდი სუფთა ჰაერს სხეულის ყველა უჯრედით . არ მეცოდინებოდა ამ სასწაულის ბედნიერება . რომ არ დავბადებულიყავი ვერ გამოვცდიდი როგორია შემოდგომის სიყვარული და მისი მოლოდინი შემოდგომიდან შემოდგომამდე . რომ არ დავბადებულიყავი არ მეცოდინებოდა ფულის ხარჯვის სიამოვნება და მერე ცარიელი ჯიბით სიარული )) რომ არ დავბადებულიყავი ვერ აღმოვაჩენდი რომ მიუხედევად ბევრი სირთულისა , მიუხედავად აუარებელი გულის ტკივილისა და იმედგაცრუებისა , მაინც ძლიერი და ბედნიერი ადამიანი ვარ . რაკი მოვახერხე ის რაც მოვახერხე და რაც მთავარია სათანადოდ დავაფასე საკუთარი თავი . რომ არ დავბადებულიყავი ვერ გადავიქცეოდი მეოცნებე რომონტიკოსიდან . რომ არ დავბადებულიყავი ვერ ვისწავლიდი სიკვდილზე ფიქრის შეგუებას , ვერ მივიდოდი აზრამდე რომ სიკვდილ-სიცოცხლე ერთი მთლიანობაა და კანონზომიერი წრე . არ მეცოდინებოდა მუსიკის ძალა . არ დამათენდებოდა წიგნის კითხვაში . ფილმების ყურებაში . ვერ დავტკბებოდი გაზაფხულზე , ჩიტების საამური გალობით . რომ არ დავბადებულიყავი რამდენი რამე დამრჩებოდა უნახავ-გამოუცდელი . კარგია , რომ დავიბადე 😊
პ.ს სექტებრის 16 ია . ჩემი სიცოცხლე 34 – ჯერ იწყებს ათვლას . წინ საინტერესო ცხოვრებაა . მადლობა უფალს რომ ვარ ჯანმრთელი და მომცა თქვენთან ურთიერთობის უფლება რომ შეგყვარებოდით . მიყვარხართ და მადლობა ყველას , ჩემს გვერდით რომ ხართ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფრთხილად იყავით…” – რა საგანგაშო კადრები ვრცელდება ბათუმიდან?
  • სტიქია ბათუმში – რა ხდება ამ დროისთვის
  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge