Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომი, გაჭირვება, შვილის გარდაცვალება… – რას ჰყვება თინათინ ჩხვიმიანი – ქალი, რომელსაც ყველა ბერი ანდრიას დედად იცნობს

September 15, 2023
ომი, გაჭირვება, შვილის გარდაცვალება… – რას ჰყვება თინათინ ჩხვიმიანი – ქალი, რომელსაც ყველა ბერი ანდრიას დედად იცნობს

ომის საშინელება საკუთარი თვალით იხილა, მთელი მათი ოჯახი აფხაზეთის ომში იყო ჩართული. რთული გზა გაიარა… დღეს მას ყველა ბერი ანდრიას დედად იცნობს, რომელმაც შვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დაკარგა, მაგრამ ახლა მსგავსი პრობლემის მქონე უამრავი ბავშვის დედობა იტვირთა.

“ბერი ანდრიას ფონდი”, რომელიც მან და მისმა მეუღლემ დააარსეს, სწორედ ონკოლოგიური პრობლემების მქონე პატარებზე ზრუნავს. შვილსა და მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე არაერთხელ უსაუბრია… თინათინ ჩხვიმიანი ამჯერად, ჩვენი თხოვნით, აფხაზეთის ომის საშინელ დღეებს იხსენებს. უკრაინის ომმა მას ის სიმწარე გაუახლა…

– სოხუმში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოთხი ძმა და ორი და მყავს… აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. კარგად ვცხოვრობდით, მშვენივრად ვიყავით, მაგრამ ომი დაიწყო… ჩემი ოთხივე ძმა წინა ხაზზე იბრძოდა. არც მშობლებს დაუტოვებიათ სოხუმი. ოჯახის წევრები ვერც მე მივატოვე, ექთნის ექსტრემალური კურსები გავიარე და მეორე კორპუსის სატანკო მეორე ბატალიონის მეომრებს, როგორც ექთანი, ვემსახურებოდი… მედდებს უამრავი დაჭრილი და გარდაცვლილი ადამიანის პატრონობა გვიწევდა.

ყოველი შემოტევის შემდეგ დავდიოდი და გულისკანკალით გარდაცვლილთა სიებსა და საავადმყოფოებში ჩემს ძმებს ვეძებდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველანი მშვიდობიანად გადარჩნენ, თუმცა ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ბევრი ახლობელი დაგვეღუპა. არადა, მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ომი დაიწყებოდა – ქართველები და აფხაზები ერთმანეთს იარაღს დავუშენდით… ადამიანები, რომლებიც ერთად გავიზარდეთ და ერთად ვცხოვრობდით, ვერ ვიჯერებდი, რომ ასე უცებ მტრები გავხდებოდით…

ომის დაწყების დღეს მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე ვიყავით და იქ გავიგეთ, რომ „წითელ ხიდთან“ საშინელი აფეთქებები იყო, რომ ომი დაიწყო… ერთი მეგობარი ადგა და – მშვიდობითო. რას ამბობ? ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვუთხარი. არა, საშინელება დატრიალდებაო. მოჰკიდა თავის ცოლს ხელი და წავიდა. ყველანი დავიშალეთ… ჩვენი ოჯახი ომის წინა ხაზთან ცხოვრობდა…

– და ალბათ ახლა, უკრაინის ომის დროს გაგიახლდათ იმ მძიმე დღეების ემოციები…

– როცა უკრაინაში ომი დაიწყო და ვნახეთ ის უმძიმესი კადრები, ცუდად გავხდი. ზუსტად ის შეგრძნებები დამეუფლა, როგორც მაშინ, აფხაზეთში… სირენის ხმა რომ მოვისმინე, აბსოლუტურად გავნადგურდი… ასეთ საშინელებაში ხომ წელიწადი და 2 თვე ვიცხოვრეთ…

– ე.ი. მთელი ოჯახი იყავით ომში ჩართული…

– ძმები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. როდესაც ვნახე, რომ ის უბედურება არ სრულდებოდა, არ მთავრდებოდა, სამედიცინო კურსები გავიარე, რომ დაჭრილებს როგორც შემეძლო, ისე დავხმარებოდი. ძმები ჩემზე ნერვიულობდნენ, სულ შიში ჰქონდათ, რამე არ დამმართნოდა. მაინც არ ვეპუებოდი. მამა ტურბაზაში მუშაობდა, მაგრამ ომის დროს, დედასთან ერთად, პურის კომბინატში მეპურეებს ცხობაში ეხმარებოდა, შემდეგ კი ის ბატალიონის გამოსაკვებად მიჰქონდა. დედა ჯარისკაცებს ღვეზელებს უცხობდა…

წყარო:მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge