Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რას წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ მოხდა… ამას წინათაც ერთად ვიყავით, მაგრამ თინა არასდროს ლაპარაკობს ამ თემაზე…“ – “თვითმფრინავის ბიჭების” ცხოვრება და უცნობი ისტორიები

September 15, 2023
„რას წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ მოხდა… ამას წინათაც ერთად ვიყავით, მაგრამ თინა არასდროს ლაპარაკობს ამ თემაზე…“ – “თვითმფრინავის ბიჭების” ცხოვრება და უცნობი ისტორიები

მათ დღეს ხან “ჯინსების თაობად” მოიხსენიებენ, ხანაც “თვითმფრინავის ბიჭებად”. 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდამ: დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა – საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი”TY-134 გაიტაცა. მათ თურქეთში გადასვლა სურდათ და… ხანმოკლე ფრენის შემდეგ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. რაც შეეხებათ გამტაცებლებს, გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორეც, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე. გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე 5,5 წლის შემდეგ დატოვა.

მუსიკოსი დათო ევგენიძე იმ ტრაგიკულ დღემდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

– ჩვენ უბრალოდ ვამბობდით, რომ ჩვენ თქვენ არ გგავართ. ჩვენი პროტესტი იყო ჩვენი შემოქმედება, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. მაშინ ღამის კლუბები არ იყო, ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებოდით, სადაც პოეზიის საღამოებს, კონცერტებსა და კინოჩვენებებს ვმართავდით…

განსაკუთრებული ხუთეული გვქონდა მე, გეგა კობახიძეს, ირაკლი ჩარკვიანს, ლევან კერესელიძესა და დათო გომართელს. ლევან აბაშიძე მოგვიანებით შემოგვიერთდა, ის ჩვენზე უმცროსი იყო. ჩვენი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო. შატალოებზე “მუზასთან” ვიკრიბებოდით, ჩანთებს იქვე, ურნის უკან ვმალავდით, მერე ჩავუყვებოდით გზას ალექსანდროვის ბაღისკენ, თან ნაყინს ვჭამდით. იქიდან ამოვუყვებოდით ჩემს სახლთან, მაშინ რუსთაველის 44-ში ვცხოვრობდით. იქვე ფოტოსალონი იყო, სადაც ალიკა და თამაზა გვიღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. მერე ფულს შევაგროვებდით და ლაღიძეში ჩავდიოდით.

– თავგადასავლებიც არ გაკლდათ…

– 15-16 წლისები ვართ. ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც ლიკანში ისვენებდა. მე, გეგა და ირაკლი ჩარკვიანი წავედით. დილის 6 საათზე ჩავედით. არ ვიცოდით, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა. ველოდით, საიდან გამოვიდოდა. გავიხედე და დილის 7 საათზე ბაბუამისი, ცნობილი აკადემიკოსი, ვიღაც ბიჭთან ერთად გამოვიდა. ბიჭს ვკითხეთ, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა ჩემი შეყვარებული. პასუხად, შენ დათო ევგენიძე არა ხარ, სულ შენზე მელაპარაკებაო. მეც პირდაპირ კოტეჯში შევაკითხე, ეძინა, თავი წამოსწია და რომ დამინახა, შეუძლებელიაო, წაიბუტბუტა და ძილი განაგრძო, ეგონა, ვესიზმრებოდი. მერე დიდხანს ვისეირნეთ. ერთ ადგილას ხიდი უნდა გადაგვევლო, ფეხი აგვიცდა და ორივენი ტალახში ჩავცვივდით. მე მასთან დავსეირნობდი, ირაკლი და გეგა კი მოთმინებით მელოდებოდნენ. ასე დავყვებოდით ერთმანეთს. ხშირად ერთი გოგოც გვყვარებია, უფრო მეტად მე და ირაკლის… გაგრძელება

წყარო:მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • აქცია ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” დასრულდა |მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge