გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა.
მხატვარმა ლუკა ორჯონიკიძემ თავის თავის შემოქმედებასა და მუზებზე ისაუბრა.
„როცა გიორგი შაქარაშვილის თვალებს ვხატავდი, ყველაზე დიდი დრო დამჭირდა…” , – აღნიშნა მან.
“ვერანაირი თანამედროვე ოქროს ჯილდოებით აღიარებული ფილმები ვერ დაიკავებენ იმ ადგილს, რაც დიდი ხნის წინ დაიკავეს ჩვენში ქართველმა მსახიობებმა, ჩვენმა ფილმებმა, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში შეიძლება დაივიწყონ… სამწუხაროა, როცა გარშემო ამდენი გახრწნილი ფილმია, რაშიც ვერანაირ შემეცნებითს ვერ შეხვდები!.. და კიდევ, მე დამიხატავს დიდი უცხოელი მსახიობებიც: ოდრი ჰეპბერნი, გრეგორი პეკი, გრეის კელი და სხვა…
ჩემი ხატვის პროცესის ცქერა ბევრს ჩააძინებს, რადგან მოღრუბლული ცა და წვიმა მეხმარება, ვიყო მელანქოლიურ ხასიათზე, რაც ხატვის განწყობას მიმაღლებს და მამშვიდებს; როცა წვიმს, ვცდილობ, ოთახში ჩავიკეტო და ვხატო. თუ არ წვიმს, მაშინ წვიმის ხმას ვრთავ და ვუსმენ. კიდევ, ჯაზის მოსმენა მიყვარს, როგორიცაა: ბილი ჰოლიდეი და ემი უაინჰაუსი. ამ დროს ისე ვიძირები პროცესში, ყველაფერი მავიწყდება…
იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში კრიტიკა არ მიყვარდა და ვცდილობდი, ამისთვის თავი ამერიდებინა, ნამუშევრებს მაინც დედას ვაჩვენებდი, რათა შენიშვნები მოეცა და როცა ეს ხდებოდა, მიფიქრია კიდეც: არა, ჩემგან მხატვარი არ გამოვა-მეთქი. მახსენდება ფრიდა კალოს სიტყვები, როცა დიეგო რივერა მის ნამუშევრებს ქებით ავსებდა: “მე არ მჭირდება კომპლიმენტები, მე მჭირდება კრიტიკა…
ამბობენ, რომ ბერს და მონასტერს ეშმაკების მთელი ლეგიონები ესხმიან თავს, ხოლო ერს – რამდენიმე ეშმაკი… ერის ხალხზე იმდენად დიდი ზემოქმედება აქვს ბოროტს, რომ მათთვის იშვიათად იცლის. დიახ, მგონი ერის ხალხს დავიწყებული ჰყავს ღმერთი და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბოროტმა მათზე დიდი ძალისხმევა აღარ დახარჯოს და იმას ებრძოლოს, ვინც მის წინააღმდეგ ნამდვილად იბრძვის. რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრება უფრო რთული იყო…“ , – ამბობს ორჯონიკიძე.
წყარო: „კვირის პალიტრა“
შეგახსენებთ, 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით, ახალგაზრდებს შორის მეგობრის დაბადების დღეზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.
ამის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დააკავეს კონფლიქტის მონაწილე ახალგაზრდები.
რამდენიმეთვიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამ სრულწლოვან ბრალდებულს – 16-16 წლიანი პატიმრობა.