ხაჭო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რძის პროდუქტებში.
იგი უამრავ სარგებელს გვთავაზობს.
როგორც რძის პროდუქტი, ხაჭო არის კალციუმის კარგი წყარო, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის. რაციონში ხაჭოს დამატება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის შემცირებაშიც კი.
ხაჭო დაბალკალორიულია და უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას ცილებითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ პროდუქტად აქცევს.
ხაჭოს სარგებელი:
უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მიღებას. უცხიმო ხაჭოს 100 გრამიანი პორცია უზრუნველყოფს:
კალორია: 84;
ცხიმი: 2,3 გრამი;
ცილა: 11 გრამი;
შაქარი: 4,1 გრამი;
კალციუმი: 103 მილიგრამი (დღიური ღირებულების 8%);
ფოსფორი: 148 მილიგრამი (დღიური ღირებულების 12%);
კალიუმი: 120 მილიგრამი (დღიური ღირებულების 3%);
სელენი: 14,6 მიკროგრამი (დღიური ღირებულების 27%);
ნატრიუმი: 321 მილიგრამი (დღიური ღირებულების 14%)
(აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიხედვით).
ხელს უწყობს წონის კლებას
ხაჭო გამოირჩევა პროტეინების მაღალი შემცველობით. კვლევამ აჩვენა, რომ ცილოვანი დიეტის მიღება ხელს უწყობს ჰორმონების მართვას, რომლებიც დაკავშირებულია მადასთან, საჭმლის მონელებასთან და ინსულინის გამოყოფასთან. დაბალცხიმიანი ან უცხიმო ხაჭო შეიცავს ნაკლებ ცხიმს, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
შეიცავს აუცილებელ ამინომჟავებს
ხაჭო მდიდარია კაზინით. ეს არის სრული ცილა, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ ამინომჟავებს, რომლებიც არის ყველა იმ ცილის სამშენებლო ბლოკი, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. ამინომჟავები ეხმარება ორგანიზმს შეუფერხებლად იმუშაოს. ისინი გავლენას ახდენენ: მადაზე, ენერგიის წარმოებაზე, იმუნური სისტემაზე, განწყობაზე, კუნთების ზრდაზე.
ხაჭოს მიღება, როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი, მარტივი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორგანიზმი მიიღებს იმ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, რაც მას სჭირდება.
ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას
ხაჭო შეიცავს სამ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღი ძვლების განვითარებას. ესენია:
კალციუმი, ფოსფორი და პროტეინი, რომელიც ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას და შეუძლია შეამციროს მოტეხილობების რისკი.
ხელს უწყობს კუნთების განვითარებას.
აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონის კონტროლს
ხაჭო შეიცავს მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს. ხაჭოში შემავალი კაზეინის ცილა, რომელიც ნელა ასათვისებელია, ასევე ხელს უშლის სისხლში შაქრის დონის მატებას.
ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას
პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ კარგი და ცუდი ბაქტერიების ბალანსი ნაწლავში. თუ გსურთ ხაჭო, რომელიც უზრუნველყოფს პრობიოტიკებს, შეამოწმეთ ეტიკეტი, რომ ნახოთ, შეიცავს თუ არა ცოცხალ კულტურებს.
ამცირებს ზოგიერთი კიბოს რისკს
კვლევებმა აჩვენა, რომ რძის პროდუქტების მოხმარების გაზრდამ შეიძლება შეამციროს ზოგიერთი (თუმცა არა ყველა) კიბოს რისკი. ჯერ კიდევ ბევრია გასაგები რძის პროდუქტებისა და კიბოს პრევენციის კავშირზე. მაგრამ, აშკარაა, რომ რძის პროდუქტების დაბალანსებულ დიეტაში ჩართვას გარჯვეული სარგებელი აქვს.
ექსპერტები თვლიან, რომ მეტი კალციუმის მიღებამ შეიძლება უზრუნველყოს დაცვა Შარდის ბუშტის, სარძევე ჯირკვლისა და კოლორექტალური კიბოსგან.
ხაჭო გამოირჩევა ნატრიუმის მაღალი შემცველობით, ამიტომ აირჩიეთ ხაჭო დაბალი ნატრიუმის შემცველობით ან ნატრიუმის გარეშე, რათა დაიცვათ თავი მაღალი წნევისა და გულის დაავადებებისგან.
წყარო:მკურნალი