გიორგი თარგამაძემ უმცროსი ქალიშვილი გაათხოვა. მაკინე თარგამაძის ქორწილს ჟურნალისტები და ცნობილი სახეები სტუმრობდნენ. ჟურნალისტებს გიორგი თარგამაძესა და თათია თოფურიას ორი ქალიშვილი, თეკლა და მაკინე ჰყავთ.
წყვილმა ხელი ჯერ კიდევ აგვისტოში, იუსტიციის სახლში მოაწერა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი მოგვიანებით გადაიხადა. მაკინე თარგამაძის რჩეული ირაკლი პაჭკორიაა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ირაკლიმ მაკინეს საჯაროდ რომანტიკულად სთხოვა ხელი.
ფოტოებს ბომონდური წვეულებიდან თარგამაძეების მეგობრების სოციალურ ქსელში აზიარებენ:
წყარო: „AMBEBI.GE“