ილიაუნის ადმინისტრაციამ სტუდენტებს აცნობა, რომ C კორპუსი სეისმომედეგობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, 25 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში გადანაწილდება:
“ძვირფასო სტუდენტებო,
ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (C) აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს – ავარიულია. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ამ კორპუსში დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში.
სწავლას ვიწყებთ 25 სექტემბერს, აუდიტორიებში, შეფერხებების გარეშე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!” ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.