Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში

September 13, 2023
2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Horoscope and astrology. Horoscope wheel with the twelve signs of the zodiac. Zodiacal circle. Zodiac signs Aries, Taurus, Gemini, Cancer, Leo, Virgo, Libra, Scorpio, Sagittarius, Capricorn, Aquarius, Pisces. Vector illustration.

საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ და ცხოვრების ორი ძირითადი სფერო – სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოიწესრიგოთ, ამაში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ. საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება ანუ ფენ-შუი, ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ უკეთესი მომავლის მოწყობაში.

ფენ-შუი, სიტყვასიტყვით, ქარსა და წყალს ნიშნავს და ხუთი ათას წელს ითვლის. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლისმქმნელი კოსმიური ენერგიის „ცის“ შესწავლა. „ცი“ კი ყველაფერშია, ბალახით დაწყებული, კოსმოსით დამთავრებული. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.

გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში.

* იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები – ისინი ბოჭავენ სივრცეს და აკავებენ „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში;

* არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა;

* მოაშორეთ სახლში ბასრი კუთხეები, რომლებიც „ცის“ მჭრელ ენერგიად გადააქცევს. კარგია ასეთი ადგილების ყვავილებით მორთვა;

* ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს;

* ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება;

* საცხოვრებელ ბინაში დადებითი და კარგი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები – ისინი აქტიურად ასხივებენ დადებით ენერგიებს.

ბევრი ჩვენგანი დღეში დაახლოებით 7-8 საათს სამსახურში ატარებს. სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და პოზიტიური ენერგიებით ავსებას, ფენ-შუის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ. მაგალითად:

* არ მიადგათ მაგიდა კედელს;

* მაგიდა შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით;

* არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან;

* მიაქციეთ ყურადღება სამუშაო მაგიდის ზომას. თუ მაგიდა დიდი ზომის არის, ის წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ;

* სამუშაო მაგიდაზე „ცის“ მოსაზიდად დააწყვეთ ბროლის ან შუშის პატარა ფიგურები;

* ნუ განათავსებთ უსარგებლო ნივთებს მაგიდაზე, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებენ დადებითი, ანუ „ცის“ ენერგიების შემოდინებას;

* აუცილებლად მუდამ წესრიგში და მილაგებული გქონდეთ სამუშაო კუთხე და მაგიდა.

ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ფენ-შუის შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში და მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავლები. ამისთვის კი შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

* ძილის წინ წყლით დაისველეთ თავი. ეს მშვიდ ძილსა და წარმატებულ მომავალ დღეს გპირდებათ;

* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული;

* იმ ადამიანებს, ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, ვურჩევ, გაააქტიუროს და გააძლიეროს სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება. ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი და თეთრი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა არ აიმღვრეს და მუდმივად სუფთა იყოს.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში და რა გიშლით ხელს წარმატებული, ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად.

წყარო:თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge