იმერეთის ყოფილი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაჯაია გარდაიცვალა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ megatv.ge ავრცელებს.
ზურაბ ქაჯაიამ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1963 წელს.
1964-1966წწ. იყო რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა საამქროს უფროსი; 1966-1967წწ. ტექნიკური კონტროლის უფროსი; წარმოების უფროსი; 1967-1980წწ. მთავარი ინჟინერი; 1980-1984წწ. ლითოფინის ქარხნის დირექტორი; 1984-1991წწ. აღმასკომის თავმჯდომარის I მოადგილე, ტერიტორიულ დარგთაშორისო გაერთიანების უფროსი; 1991-1992წწ. პრეფექტის მოადგილე; 1992-1993წწ. გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1999 წლიდან რწმუნებულის პირველი მოადგილე. 2005 წლიდან იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი, 4 სტატია და ერთი მონოგრაფია. ინჟინერ-ტექნოლოგი, აკადემიკოსი.