გურიის სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკა მიდოდაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის საუბრობს ზარალზე, რომელიც მასა და მის ოჯახს 8 სექტემბერს მიადგა.
ასევე მიდოდაშვილი მიმართავს სახელმწიფო მოხელეებს: „მოსალოდნელ საშიშროებაზე გაფრთხილებდით…. ყურად არ იღეთ, საცდელ ვირთხებად გვაქციეთ“.
„ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა დღეში ჩავვარდი. . .რამხელა ზარალია ჩემი ოჯახისთვის. მთელი შეგნებული ცხოვრება რომ წვალობ არსებობისთვის და ერთ დღეში ნადგურდება ყველაფერი. თურმე რამდენი მიშრომია, რამდენი შემიძენია…..სათითაოდ ყველა ნივთის საფასურს ვიხსენებ. მთავარია ცოცხალი ხარო ბევრმა მითხრა, მერჩივნა მომკვდარიყავი, ალალად, უპირობოდ ვამბობ მერჩივნა მეც მომკვდარიყავი. იმდენი პრიბლემა დამრჩა, ისეთი ქაოსური ცხოვრება თუკი როდისმე დავლაგდები არ ვიცი. ძალა აღარ მაქვს ბრძოლის, უნარი გამძლეობის..არც ჯამრთელობა შემრჩა და არ ისეთი მაგარი აღმოვჩდი. . როცა განწირული აქეთ-იქით უმისამართოდ იყურები და გგონია სამადლო სიტყვას გაიგონებ, ვისაც ხელეწიფება და ევალება ჩემი და ჩემნაირი ოჯახების დახმარება იქიდან მხოლოდ გვმოძღვრავენ. რატო დაზღვეული არ გქონდა ქონებაო…ბატონებო და ქალბატონებო 1000 ოჯახიდან შეიძლება ერთს ქონდეს ეგ დაზღვევა ცნობისთვის…ენას კბილს ვაჭერ რომ ყველაფერი არ ვთქვა რაც თქვენგან მოვისმინე…მათხოვრად მაქციეთ ერთი ტრაქტორის მათხოვრად, გიხსნიდით, გეხვეწებოდით, მოსალოდნელ საშიშროებაზე გაფრთხილებდით….ყურად არ იღეთ, საცდელ ვირთხებად გვაქციეთ. 2013 წელს როცა გაიწმინდა მდინარე, გაფართოვდა კალაპოტი დღემდე მშვიდად ვიყავით. ყველა თანამდებობის პირი ამ მდინარესთან მომყავდა, ყველას მის გაწმენდას ვთხოვდი. დღეს კი როცა გაპარტახებულ სახლში ბედისანაბარა ვზივარ პასუხად ეს მესმის, სხვებს შვილები დაეღუპაო…ხალხო რაკი ჩემი ერთადერთი საფიცარი შვილი ცოცხალი გადამირჩა თურმე დაზარალებულად არ ვითვლები. არასოდეს სახელმწიფო არ შემიწუხებია, არანაირ პრობლემაზე არ მიმიმართავს დახმარებისთვის, ჩემით ვფორთხავდი, ვბორძიკობდი მაგრამ წელშიც ვიმართებოდი….ორჯერ დევნილი საკუთარ ქვეყანაში, დღემდე საცხოვრებელ ფართს ველოდები, სამსახური გაქო, სახლიო და ყოველთვის იყო უარი… 22 წლის გოგო რუსეთ-საქართველოს ომში ვმონაწიელეობდი, უმაღლესი განათლება მივიღე, 15 წლიდან ვმუშაობდი. მეტი რა გამეკეთებინა, თავი რითი გამეტანა, ყველა ჯერზე ვფიქრობდი სახელმწიფოს ტვირთათ არ დავწოლოდი…
ახლა ძალა აღარ მაქვს, უნდა მიშველოთ, უნდა გადამარჩინოთ, ფეხზე უნდა დამაყენოთ..ყველას გთხოვთ დახმარებას ვინც კი ჩემს პოსტს კითხულობთ… განსაკუთრებით მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, არ მინდა პასუხი მეწყერიაო, სტიქია და ა შ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე…
#GE45BG0000000533370505
#GE16TB7383945061100024“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გურიის სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; მათ შორის 2 არასრულწლოვანი იყო.