ცნობილი ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“მიწას მიაბარეს დღეს შენი სხეული…ალბათ ძალიან შეგცივდა, მაგრამ გვჯერა, მზის პირველმა სხივებმა გაათბო შენი გაყინული სხეული და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათა. მირზა შენ ხომ ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ ხომ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა… დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა ბათუმში (სტეფანოვკაზე) სამწუხარო ამბავი – მირზა მიქელაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”. ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის ღიმილის ბიჭი ბათუმის ქუჩებში, ლამაზთვალება ვაჟკაცი რომელიც სულ იღიმოდა…. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. მირზა მიქელაძის სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული.
ჩემთვის უმძიმესი იყო შენს დასთან თეონასთან, ტყუპისცალთან ზაზასთან და ოჯახის წევრებთან ჩახუტება და მისამძიმრება ზუსტად 2 საათზე მეტი ვიყავით მე და იაკო რიგში ამდენ ხალხს ასე როგორ შეაყვარე თავი რომ ზღვა ხალხი იყო შეკრებილი შენთან მოსასვლელად ჩვენო უკეთილშიბილესო… გავბედე და მოვედი მაგრამ ვაი ამ მოსვლას ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან💔
რა ეშველება უშენოდ შენს მეუღლეს და პატარა შვილს 7 წელი პატარა დროა თქვენი სამივეს ბედნიერებისთვის…. რამხელა ტკივილით მოგვიწევს უშენოდ ცხოვრება, რა სულმოუთქმელად ელოდი გიოს სკოლაში მისვლას, ისიც არ დაგაცალა ულმობელმა სიკვდილმა , როგორ უნდა მოგიხსენოთ წარსულში ჩვენო ცისფერთვალება ანგელოზო როგორ უნდა იცხოვროს შენმა მეუღლემ შენმა თეომ უშენოდ ამხელა სიყვარულის დამტოვებელო💔💔💔
მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე, რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს…
მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს…
მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის…
მენანები სამარადისო ძილისთვის…)))))))
ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს…
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო…. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე…
მირზასნაირ მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი ლამაზი სული, ამინ!” – წერს შოთო სიხარულიძე.