ციხეში “ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი ვლადიმერ [დავით] მიქელაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.
ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.
ვლადიმერ [დავითი] მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2023 წლის 6 ივლისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შპს „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
წყარო – “ბათუმელები”