Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ წყვეტენ სუპერმარკეტები 24/7-ზე მუშაობას

September 12, 2023
რატომ წყვეტენ სუპერმარკეტები 24/7-ზე მუშაობას

ქსელური სუპერმარკეტების ნაწილმა ღამის ცვლაში მუშაობა შეწყვიტა. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფიო ქაშაკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ამის მიზეზი კი კადრების დეფიციტია.

„ჩვენ ამას ისედაც ვპროგნოზირებდით, წინა წლებში, რადგან კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. თუმცა არა მხოლოდ ჩვენ, ყველა სექტორში იგივე ხდება. რესტორნებსაც, დისტრიბუტორებსაც იგივე პრობლემა აქვთ. ახლა დავდექით იმის წინაშე, რომ ღამე ფიზიკურად ვეღარ ვამუშავებთ მაღაზიას. არც კადრი გვყავს, დიდი საოპერაციო ხარჯი გვაქვს, რომელიც კიდევ გაიზარდა და მაღაზია თავის თავს ვეღარ ინახავს. რომც ვერ შეინახოს და ზარალზე იმუშაოს, კადრი ფიზიკურად არ არის, ვინც ღამე შეძლებს, რომ გაჩერდეს მაღაზიაში. ყველა ქსელს აქვს ეს პრობლემა.

ზაფხულში მეტ-ნაკლებად არ არის ასეთი დეფიციტი, რადგან სტუდენტები ერთვებიან ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, წელს ზაფხულშიც გაუჭირდათ და იძულებულები გახდნენ, რომ 24-საათიანი მაღაზიები დაეხურათ. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ იქნება კადრების დეფიციტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20-30%-ით არის სახელფასო ბიუჯეტი გაზრდილი, პირობები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. როგორც იცით, 1-ლი იანვრიდან სპეციფიკური დარგის ჩამონათვალიდან ამოიღეს რითეილ სექტორი, რის საფუძველზეც ჩვენთვის სამუშაო კვირა გახდა 40-საათიანი. 40-საათზე ზემოთ უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომ ფორსმაჟორულად ზეგანაკვეთურად ამუშაო თანამშრომელი და უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით. თუმცა, არც ამან გაზარდა მოტივაცია. ძალიან დიდი გადინებაა კადრების საზღვარგარეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი“,- ამბობს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო -“ბიზნესპრესნიუსი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • აქცია ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” დასრულდა |მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს
  • “ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას”- სალომე ზურაბიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge