Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

15 სექტემბერს ქალწულის ნიშანში ახალი მთვარეა – ვისთვის იქნება ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული

September 12, 2023
15 სექტემბერს ახალი მთვარეა  – ნახეთ, ვის ელის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები

2023 წლის 15 სექტემბერს ახალი მთვარე იქნება. ასტროლოგების თქმით, ბევრი ადამიანი ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებას იგრძნობს. ახალი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ქალწული კი ყველას უბიძგებს, ყურადღება გეგმებისა და სამუშაოს განხორციელებაზე გაამახვილოს. იგი შეეცდება, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული სტაბილურობა შემოიტანოს, ყველაფერი დაგეგმოს და წინასწარ გაითვალისწინოს. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახალი მთვარის დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენს გეგმებზე იფიქროთ, განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ და გჭირდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ დასხდეთ და სამომავლო საქმეების შესახებ ჩამოწეროთ. გადახედოთ თქვენს ახლანდელ ურთიერთობებს. ჯანსაღად შეაფასოთ ყველა ადამიანი, მოვლენა, თუ ფაქტი და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებსა და სამუშაო გარემოს საბოლოოდ დაემშვიდობოთ.

ასტროლოგების კიდევ ერთი მინიშნებაა – 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი შეხვედრა შედგეს, ან კიდევ რაღაც მოხდეს ისეთი, რასაც არ ელოდით. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. შესაძლოა, მათ წინასწარმეტყველური შინაარსი ჰქონდეს და გარკვეული მინიშნებები იხილოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

ახალმთვარეობის პერიოდში ადამიანები განსაკუთრებით ემოციურები არიან და გულმავიწყობაც ახასიათებთ. ამიტომაც, თუკი ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ, საბუთები კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ. სახლიდან გასვლისას ჩანთაც გახსენით, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მიგაქვთ, რაც გჭირდებათ.

15 სექტემბრის ახალი მთვარის დროს განსაკუთრებულად დადებითი ცვლილებები კუროს, თხის რქასა და ქალწულს ელის. ასევე, კარგი პერიოდია თევზებისთვის, კირჩხიბისა და მორიელისათვის. მათ წარმატების, გამართლებისა და იღბლის გაცილებით მეტი შანსი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ცეცხლისა და ჰაერის ნიშნები შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ და თითოეულ გადაწყვეტილებას კარგად დააკვირდნენ.

ახალი მთვარე სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უამრავ ბედნიერ დღეს შემოიტანს. ასევე, თუ დიდი ხანია, გსურთ, საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ, აგრძნობინოთ, რომ მოგწონთ, კომუნიკაცია სცადოთ, ეს ამ დღეს გააკეთეთ.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს დეტალებზე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილოთ და ჭორებს არ ენდოთ. შესაძლოა, მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და კონფლიქტური სიტუაციაც შეგექმნათ.

შეეცადეთ, 15 სექტემბერს დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ. ცოტახნით მაინც, მარტო დარჩით, კარგად დაფქრდით, რისი გაკეთება და მიღწევა გსურთ სამომავლოდ, ჩამოწერეთ ყველა გეგმა და სურვილი და სამომავლოდ საკმარისი ენერგია გექნებათ, რომ დასახულ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ და ყველაფერს მიაღწიოთ.

წყარო – “ბომონდი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სევდის მომგვრელია…” – რაზე წერს გია ხუხაშვილი
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა? – უახლესი პროგნოზი
  • როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მოედანს – უახლესი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge