ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და გამორჩეული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
11 სექტემბერი
ამ დღისთვის ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყროთ, რადგანაც შესაძლოა, დაუგეგმავი ხარჯი, ან კიდევ ზარალი შეგხდეთ. კიდევ ერთხელ გადახედეთ პრიორიტეტებს. შესაძლოა, გარკვეული თანხა სრულიად არასაჭირო ნივთებისთვის გქონდეთ გათვალისწინებული. ასევე, ჯობს ინვესტიციების, მსხვილი შესყიდვების, ფულის დაბანდებისაგან თავი შეიკავოთ და ცოტა ხნით გადადოთ.
12 სექტემბერი
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს თითოეულ ადამიანს უნიკალური შანსი ეძლევა, რომ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიოს. ყველა წამოწყება, პროექტი, ინიციატივა გამრავლდება და იმაზე უკეთეს შედეგს მოგცემთ, ვიდრე ელოდებოდით. ამიტომაც, თუკი რაიმე საქმის დაწყებას აპირებდით, დღეიდან დაიწყეთ. გამართლების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
13 სექტემბერი
ამ დღისთვის ასტროლოგები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს დაეკონტაქტოთ და დრო მათთან ერთად გაატაროთ, აივსოთ დადებითი ემოციებითა და მოტივაციით. სასიამოვნო განცდა კიდევ დიდხანს გაგყვებათ და იგრძნობთ, რომ ბევრად უფრო ენერგიული და მოტივირებული ხართ, ეს კი ახალი, საინტერესო ჰორიზონტების გახსნაში დაგეხმარებათ.
14 სექტემბერი
იდეალური დღეა თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეების გამოხატვისა და მხარდაჭერის მიღებისთვის. თუკი დიდი ხანია, გსურთ, ვინმეს რაიმე იდეა, ინიციატივა შესთავაზოთ, მაგრამ გეშინიათ, რომ უარყოფით შეფასებას მიიღებთ, ეს დღეს გააკეთეთ. წარმატებისა და სასურველი შედეგის მიღების გაცილებით დიდი შანსი გექნებათ.
15 სექტემბერი
ეს დღე რთული პერიოდების, გადაღლისა და სტრესის ფონზე, ერთგვარ ხსნად მოგეჩვენებათ და შესაძლოა, სამყაროსაგან საჩუქრადაც კი ჩათვალოთ. ყველა ის საქმე, რაზეც ნერვიულობდით და არ გამოგდიოდათ, ახლა ბევრად მარტივად და ხარისხიანად შესრულდება. თავადაც აღმოაჩენთ, რომ კიდევ ბევრი უნარი, რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ და შეგიძლიათ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისკენ დიდი ნაბიჯებით იაროთ.
16 სექტემბერი
ეს დღე გაჩვენებთ, რომ ყველა სირთულემ, დაბრკოლებამ და პრობლემამ გაგაძლიერათ. ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, იქნებით თავდაჯერებული, თამამი და შეძლებთ, საკუთარი სურვილები ხმამაღლა და ძალიან დამაჯერებლად გამოხატოთ.
17 სექტემბერი
ეს დღე საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და დასვენებისთვის გამოიყენეთ. ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან შიშებსა და შფოთვას ჩაუღრმავდეთ და საბოლოოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ. შესაძლოა, ერთგვარად წარსულისა და მომავლის გზაგასაყარზე იყოთ, არც დამშვიდობება გსურდეთ და ამავდროულად, სამომავლო განვითარებაც გინდოდეთ. დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და მიეცით საკუთარ თავს უფლება, ახალი ეტაპი დაიწყოს.
წყარო: ბომონდი