ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძის საქმეზე მუშაობა დაასრულა და საქმე დახურა.
არაფერიც არ მომხდარაო.
ჩალითაც კი არ არის დახურული ქვეყანა“ – წერს სანაია.
ცნობისთვის, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს