გზების საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია:
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.