Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება” – ნახეთ ბოლო ცნობები

September 8, 2023
,,ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება” – ნახეთ ბოლო ცნობები

ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესები, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეულობით სოფლის მისასვლელი გზები, ასევე სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, ერთ-ერთ სოფელში, ნგრევის შედეგად მოხუცი ქალბატონი მოყვა სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდის ცხედარია ნაპოვნი, ერთ-ერთ სოფელში და გადასვენებულია პროზექტურაში.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთი მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება. მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, ასევე პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დრომდე შემოსულია 400-ზე მეტი შეტყობინება, ზოგი ერთმანეთის იდენტურია. მიმდინარეობს თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება. ძირითადად ეს არის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვებთან დაკავშირებული შეტყობინებები, სადაც უკვე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოტუმბვით სამუშაოები მიმდინარეობს.
50-მდე მაცხოვრებელი საფრთხის შემცველი ზონებიდან უსაფრთხო ადგილებზეა გამოყვანილი.

ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც, ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა.

ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო, იყო მობილიზება ვერტმფრენის, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა, თუმცაღა საჭიროება ვერტმფრენის ჩართვის არ დადგა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გურიის სტიქიის გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ბზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ბზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge