შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
ცნობისთვის, სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.
წყარო: interpressnews.ge