ოზურგეთში, გენიჩესკის ქუჩაზე, პედაგოგ მაია გოგუაძის სახლი ისევ დაიტბორა.
სახლის პირველ სართულზე წელამდე წყალი დადგა. გოგუაძის თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ მის სახლში ასეთი მდგომარეობაა.
ამის მიზეზად ქუჩის არასათანადო პერიმეტრზე დაგება და ვიწრო არხი სახელდება.
„ყველა გაწვიმება ჩემთვის კოშმარია.. ვენეციაზე აღარასოდეს ვიოცნებებ“, – აღნიშნავს მაია გოგუაძე.
გოგუაძე ამბობს რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების დაპირება იყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
წყარო: „გურია ნიუსი“