Sunday, July 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ეკონომიკისთვის დამანგრეველი იყო, მაგრამ გენიალური…” – როგორ აფასებს თამარ ივერი 2020 წელს

January 4, 2021
(ფოტო) “ძალიან ცუდად ვარ! ჩემი ტკივილი უსაზღვროა!” – თამარ ივერი

ქართველი სოპრანო, თამარ ივერი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განვლილ 2020 წელს აჯამებს.

„ყველა ლანძღავს და აგინებს 2020 წელს. ვის სამსახური დაეკარგა, ვის შეუჩერდა, ვის ბიზნესი გაუკოტრდა, ვინ საცხოვრებელი გაყიდა, ვინ დაინფიცირდა…ვინ გამოჯანმრთელდა…ვინ გარდაიცვალა. ყველა, მიღებული პირადი ფინანსური თუ მორალური ზარალით ვკიცხავთ გასულ წელს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ გასულმა წელმა სრულიად „შეაჯანჯღარა” მსოფლიო, რეალობის სარკეში ჩაახედა ადამიანები. დაანახა რომ სამუშაო, ბიზნესი და გართობა კი არ არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა და უმთავრესი თემა ჩვენს ცხოვრებაში…არამედ,ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, მოვლა, ჯანმრთელობაზე და ჰიგიენაზე ფიქრი. ადამიანები,რომლებიც დილით გაიჯახუნებდნენ კარს და ღამე შემოდიოდნენ ბიზნესს, სამსახურს, სწავლას თუ გართობას გადაყოლილები…

ყველანი ერთიანად დასვა სახლში და „იძულებით” ჩაახუტა ოჯახის წევრებს. დააფიქრა მის უსუსურობაზე ავადმყოფობის წინაშე. დააბრუნებინა სიმწრით ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები, გააუქმებინა დაგეგმილი მოგზაურობები… დაახურინა ბოლო კაპიკებით შეკოწიწებული ბიზნესები. დასვა სახლში და ამ ყველაფრის სამაგიეროდ…..ჩაახუტა დედას, ცოლს, შვილს, და-ძმას, მამას.

შეამჩნევინა რომ დედას ჭაღარა და ნაოჭები გასჩენია, ცოლს ცოტა ასაკი შეპარვია, ქალიშვილი დაქალებულა, ვაჟს გერლფრენდი გაუჩენია და სამსახურშიც დაუწინაურებიათ. აქამდე ხომ დილით გადიოდა და ღამე შემოდიოდა საშოვარზე გადაგებული. ამ ყველაფრის შემხედვარე… ბევრს შერცხვა კიდეც მისი აქამდე „მეჩქარება! გავრბივარ! არ მცალია! გადარბენაზე ვარ!” რეჟიმში ნაცხოვრები ცხოვრების სტილით.

ასე რომ, 2020 წელი დამანგრეველი აღმოჩნდა ეკონომიური კუთხით… ხოლო იყო გენიალური ადამიანების საკუთარ თავში ჩახედვის, ღირებულებების აწონ დაწონვის, გადაფასებების და დასკვნების გამოტანის კუთხით, რაც როდესღაც საჭირო იყო მომხდარიყო ამ შეშლილ მსოფლიოში და ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში!”, – წერს თამარ ივერი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge