Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა დროს უნდა იხმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები და რა განსხვავებაა მათ შორის

September 7, 2023
რა დროს უნდა იხმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები და რა განსხვავებაა მათ შორის

ბევრმა შესაძლოა, არ იცოდეს, რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოიყენოს. დამატენიანებელი კრემის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის წყალი და მისი მთავარი ფუნქციაა კანის დატენიანება. ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. მის შემადგენლობაში, ასევე, შედის კომპონენტები, რომლებიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს. დამატენიანებელია: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა. ტენიანობის შენარჩუნებაში კი კანს ეხმარება ცხოველური და მცენარეული ცხიმები, ასევე, მინერალური ზეთები. დამატენიანებელი კრემი, შესაძლოა, შეიცავდეს ვიტამინებსაც, მაგალითად, E-სა და A-ს; დამამშვიდებელ და გაღიზიანების მომხსნელ ინგრედიენტებს, როგორიცაა პანთენოლი, მწვანე ჩაის, კიტრის, კალენდულას ექსტრაქტები.

დამატენიანებელი კრემი იცავს კანს სიმშრალისგან. მისი საშუალებით კანი იფარება თხელი ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს, ასევე, აქვს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან დამცავი ფუნქცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის ყინვაში, დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მკვებავი კრემი არის სქელი, შესაბამისად, კანში უფრო ძნელად შეიწოვება. ამიტომ, ძირითადად, ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. დამატენიანებლისგან განსხვავებით, ის დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს. ასევე, შეიცავს წყალს. შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვაგავარია, კოლაგენითა და ელასტინით დაწყებული – წყალმცენარეებით დამთავრებული. კრემის მთავარი ფუნქცია კანის მინერალური ნივთიერებებით კვებაა, ასევე, დატენიანება. მკვებავი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით. მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს და აწვდის მას საჭირო ვიტამინებს, იცავს სიცივისა და დაბერებისგან. დამატენიანებლისგან განსხვავებით, მისი გამოყენება რეკომენდებულია ცივ ამინდში. მკვებავის საშუალებით კანი ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ტენიანობას.

დამატენიანებელი კრემი ყველა ასაკის კანს უხდება, მკვებავი კი ასაკოვანი კანისთვის უფრო საჭიროა. ყინვისას მკვებავის გამოყენება აუცილებელია მშრალი კანის შემთხვევაშიც.

მგრძნობიარე კანისთვის კრემების შერჩევისას გასათვალისწინებელია კრემის შემადგენლობა, კერძოდ, ის უნდა იყოს ჰიპოალერგენული და არ შეიცავდეს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს.

დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი – ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება. კანისთვის ორივე ტიპის კრემია საჭირო, ამიტომ კარგი იქნება მათი კომბინირებულად გამოყენება.

კრემის შერჩევისას, ასევე,, აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს. ასევე, კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. ასაკოვანი კანი კი – ანტიასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით. ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა ექნება. ნორმალური ტიპის კანისთვის კარგია მსუბუქი დამატენიანებელი. კომბინირებული კანი ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა, არსებობს სპეციალური კრემები ამ ტიპის კანისთვის.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • აქცია ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” დასრულდა |მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge