ვერძი
თავდაჯერებულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ლუქი ბიჟუტერიით შეავსონ. თქვენ შეგიძლიათ თამამად აარჩიოთ ყველაზე უჩვეულო ნივთები. ის განსაკუთრებულ შარმს შეგმატებთ. ვერძებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გარდერობში წითელის ყველა ტონალობა.
კურო
მგრძნობიარე და მშვიდი კუროები იდეალურად გამოჩნდებიან ელეგანტურ სამოსსა და აქსესუარებში. შეარჩიეთ თხელი და ნაზი სამკაული, სამაჯური, მძივები და ამულეტები. ყველაზე მეტად მოგიხდებათ ცისფერი და ფირუზისფერი ტონები.
ტყუპი
მხიარული და კეთილი, მომხიბვლელი და ცხოვრების მოყვარული ტყუპები კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ სამოსს სხვადასხვა სტილის კეპებს შეუხამებენ. ეს მათ სიმსუბუქეს და ახალგაზრდულ იერს შემატებს. მოგიხდებათ იასამნისფერი და ყვითელი ტონები.
კირჩხიბი
აქტიური, პრაქტიკული და მეგობრული კირჩხიბები ორგანულად გამოიყურებიან ველვეტის პიჯაკსა და ჟილეტში. ეს სამოსი შეგიძლიათ ბროშით, ნაქარგით ან სხვა დეკორატიული დეტალით მორთოთ. ძირითადი ფერებია თეთრი და ლურჯი.
ლომი
ეფექტურ ლომებს, რომლებსაც მკაფიო გარეგნობა აქვთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, ასტროლოგები ურჩევენ, ლუქი მოდური სამკაულით გაამდიდრონ, რომელიც ძვირფასი მეტალისგან იქნება დამზადებული. იდეალურად უხდებათ ნაზი ოქროსფერი და წითელი ფერი.
ქალწული
მშვიდი და არაორდინალური ქალწულები ირჩევენ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც სხვადასხვა სამკაულთან კარგად გამოიყურება. აუცილებლად შეიტანეთ სამოსში ქამარი და სხვა აქსესუარები. გარდერობში უნდა სჭარბობდეს გაჯერებული ლურჯისა და ცისფერის ტონები.
სასწორი
რომანტიკულ და ამოუცნობ სასწორს მოუხდებათ სქელი შალის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი. გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს შარვლების ფართო არჩევანი და სხვადასხვა სტილის ჟაკეტები. ის ყველაზე მეტად გიხდებათ. გამოიყენეთ ბროშები და აქსესუარები. შეარჩიეთ ცისფერი და ვარდისფერი ფერები.
მორიელი
ენერგიულ და მიზანსწრაფულ მორიელს ასტროლოგები ურჩევენ ორიგინალური აქსესუარების გამოყენებას, რომელიც ხაზს გაუსვამს მის განუმეორებლობას. საუკეთესო ვარიანტია ხელით შექმნილი სამკაული. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ყვითელს და იისფერს.
მშვილდოსანი
აქტიურმა და მხიარულმა მშვილდოსანმა ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი უნდა ატაროს. სამკაული და აქსესუარებიც უმჯობესია, თუ ტყავისგან იქნება დამზადებული. ტანსაცმლის ყველაზე იდეალური ფერი – ყავისფერია.
თხის რქა
თხის რქამ უნდა ჩაიცვას ელეგანტური ფეხსაცმელი, საშუალო ზომის ქუსლზე. რაც შეეხება ტანსაცმელს, უპირატესობა კლასიკურ სტილს მიანიჭეთ. თქვენი ფერებია ფირუზისფერი და ლურჯი.
მერწყული
მერწყულებს ბოლო ტენდენციების მიხედვით შერჩეული ტანსაცმელი მოუხდებათ. შეგიძლიათ თამამად შეავსოთ ლუქი ნატურალური ბეწვის აქსესუარებით. მოგიხდებათ მანტო, მუფტა, ბეწვის საყელოები… თქვენი ფერია ცისფერი.
თევზი
თევზებს განსაკუთრებით უხდებათ ნაქსოვი ტანსაცმელი. ჯემპრი, ქვედა ბოლო, სარაფანი და სხვ… თქვენი ფერია ლურჯი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი.