ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2020 წელი განსაკუთრებულად რთული წელი აღმოჩნდა. მას ყოფილმა ცოლმა სასამართლოში უჩივლა და შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს.
ჩოგბურთელმა რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“წერილი ჩემს შვილს ლუკას.მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ.\
მიყვარხარ და მენატრები❤️” – წერს ბასილაშვილი.