ცოტა ხნის წინ ქართველი ემიგრანტი მარინა კონჭოშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მძიმე სენს ებრძოდა.
“კიდევ ერთი ემიგრანტის, ქართველი დედის, ქართველი ქალის სიცოცხლე ჩაქრა, უცხო მიწაზე. ვერ გაუძლო… ვერ მოერია, ვერაგ დაავადებას, ასე მოულოდნელად რომ დაატყდა თავს. ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელით… ისიც კი ვერ შევძელით, რომ საქართველოში, თავის შექმნილ- შეძენილში, შვილებთან და შვილიშვილებთან გაეტარებინა სიცოცხლის ბოლო დღეები…
ყოველი ასეთი ტრაგედიის დროს, როცა თურმე არავის კომპეტენციაში არ შედის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტების ტრანსპორტირება, მთელი სიცხადით ვხვდებით, რაოდენ საჭირო და აუცილებელია რაიმე ფონდის არსებობა “შავი დღისთვის”.
…სამწუხაროდ, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ეს არავის გვახსოვს.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს.
მე კი სულ ასეთი მომღიმარი, სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული მემახსოვრები მარი…მარტინა ფრანკაში გატარებულ იმ უღიმღამო და ნაცრისფერ 7 თვესთან ერთად, რომელსაც შენისთანა რამოდენიმე, იმედით სავსე ადამიანი მივსება.
განისვენე მშვიდად, 12 წლიანი ემიგრაციით დაღლილო გოგო 💔”