მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჩვეულებრივ ამ დროს მეტეოროლოგიური შემოდგომა თავისთავად მოდის. მაგრამ წელს, როგორც ხშირად ხდება შემოგომაზე, დროდადრო ზაფხული გააგრძელებს თბილ დღეებს.
5 და 6 სექტემბერი საქართველოში იქნება მზიანი და ცხელი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა: სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე +29, +31 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი +34 გრადუსამდე დათბება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +27, +28 გრადუსია და საბანაო პერიოდი გრძელდება.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”