ორშაბათი
აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები, რათა შეცდომა არ დაუშვათ. პოზიტიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, საოჯახო და სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ატარეთ შავი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი აქატი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი, ონიქსი ან გიშერი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირები. სუსტდება ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.
სამშაბათი
კარგია ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტა. დაიცავით სამართლიანობა. ატარეთ თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი ტურმალინი, ზურმუხტი, ობსიდიანი ან მარგალიტი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ვაჭრობა, გაცვლითი ოპერაციები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის.
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ოთხშაბათი
კარგია კონტაქტები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ოქროსფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი ცირკონი, ამეთვისტო, ობსიდიანი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღეა
კარგია საქმიანი კონტაქტები, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა. ატარეთ თეთრი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი ან ვარდისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი ოპალი, ამეთვისტო, თეთრი აქატი, საფირონი, აკვამარინი ან ცირკონი. არ ვარგა ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, სისხლძარღვები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის.
პარასკევი
დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ფირუზისფერი, იასამნისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ან ვარდისფერი სამოსი; ქვებიდან კი ლაბრადორი, ონიქსი, მწვანე ძოწი, აქატი, ქრიზოლითი ან ქალცედონი. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება. სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები, ჯირკვლები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის.
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის.
შაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სასიყვარულო კავშირი, მოგზაურობა, იურისტებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება. ატარეთ იისფერი, მწვანე, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი წითელი იასპი, მთის ბროლი, ამეთვისტო, გიშერი ან მარჯანი. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. სუსტდება ფეხის ტერფები, ნერვული სისტემა, კანი, ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის.
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.
კვირა
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მოგზაურობა, სასიყვარულო კონტაქტები. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ღია იისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი ობსიდიანი, ალექსანდრიტი, ცირკონი ან მარგალიტი. შეიძლება, საოჯახო პრობლემების გადაწყვეტა. სუსტდება ნერვული სისტემა, კანი, ფეხის ტერფები, ლიმფური სისტემა, ენდოკრინული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
წყარო: თბილისელები