გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი დღეიდან, 4 სექტემბრიდან, დაიწყო.
ნახეთ, როგორ შეამოწმებენ ავტომობილებს.
იხილეთ სიუჟეტი:
შეგახსენებთ, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – შესაბამისი სამსახური მონიტორინგს გაუწევს ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) – 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით.