Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბებიაჩემთან ვიღაც ქალები იყვნენ მოსულები, ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთის ნათქვამი ფრაზა დამამახსოვრდა” – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

September 2, 2023
“ეს ადამიანი გარდაცვლილა… მისი სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ…” – ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ბებიაჩემთან ვიღაც ქალები იყვნენ მოსულები, ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთის ნათქვამი ფრაზა დამამახსოვრდა – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემთან ვიღაც ქალები იყვნენ მოსულები, ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთის ნათქვამი ფრაზა დამამახსოვრდა, ბებიაჩემს მიმართავდა:
„შენ არ გესმის, რომ ქმარს ნახევარი ტრაკი უნდა აჩვენოო“.
საგონებელში ჩავვარდი.
ვხედავდი ხოლმე, ბებიაჩემი როცა ბანაობდა – ბაბუაჩემი შედიოდა აბაზანაში, და პირიქით და იმით ვხსნიდი, რომ ერთმანეთს ზურგს უხეხავენ.
მაგრამ, როცა ზურგს უხეხავს, ნახევარი ტრაკი როგორღა უნდა აჩვენოს თქო, ტვინი გავიჭყლიტე.
ბოლოს გავარკვიე, რომ უბრალოდ ქმართან თვალთმაქცობას ურჩევდა.
გავიდა წლები და ვიქორწინე ადამიანზე, რომელთანაც მანამდე 10 წელი ვმეგობრობდი და თუკი რამე თავს გადამხდენია, ყველაფერი იცოდა – არ განმსჯიდა ხოლმე და კომფორტული იყო მოყოლა (შეიძლება დიდად არც აინტერესებდა, მაგრამ მისმენდა).
არც მე გამოვირჩევი კარგი ხასიათით, და არც ჩემი ქმარი.
დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სხვას, ძალიან გაუჭირდებოდა ჩემთან, ან ჩემს ქმართან ცხოვრება და რომ ვფიქრობ, რას უჭირავს ეს ურთიერთობა, პირველი რაც მახსენდება – სიახლოვეა.
არ მაქვს მისგან დამალული არაფერი და პირიქით.
რატომ მოვყევი ეს …
საჯაროდ რაც გავაქტიურდი, კეთილგანწყობილი ადამიანები ხშირად თვალთმაქცობას მირჩევენ და მე სულ ის ქალი და ნახევარი ტრაკი მახსენდება ხოლმე.
ეგ რჩევა ისეთივე დრომოჭმული მგონია, როგორც აი იმ ქალის რჩევა – ქმარს ნახევარი ტრაკი აჩვენეო ბებიაჩემს რომ დასძახოდა.
არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს – მითუმეტეს ახლა, სოცმედიის ეპოქაში.
ვერაფერს დამალავთ.
ამას გარდა, პრაგმატულადაც – დღეს, ავთენტურობა გაცილებით მეტს მოგიტანთ, ვიდრე თვალთმაქცობა.
მე ასე მჯერა.
ამიტომ, რასაც ვამბობ, იმას ვგულისხმობ.
არც თავს გიქონავთ.
არც გემლიქვნელებით.
არა იმიტომ, რომ არ შემიძლია (შემიძლია, უბრალოდ არ მსიამოვნებს), არამედ იმიტომ, რომ არაპრაგმატულადაც ვთვლი, გარდა იმისა, რომ ამორალური მგონია.
ამიტომ, როცა რაღაცაზე ვსაუბრობ, ნუ მეტყვით რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკაში ვარ და სხვანაირად არ ძალმიძს.
რასაც ვფიქრობ, ყველაფერს შეიძლება არ ვამბობდე, მაგრამ რასაც ვამბობ, ზუსტად იმას ვფიქრობ და ვგულისხმობ (შეიძლება შეცდომით, მაგრამ არა თვალთმაქცობით).
თანაც, მწყინს, როცა ამაში ეჭვი შეგაქვთ და გეჩხუბებით. (ალბათ მივხდით, რომ ახლახან ვიჩხუბე)” – წერია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერს აკეთებენ ექიმები. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული” – სარჯველაძე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
  • როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები
  • პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული, მიხეილ სარჯველაძე მივიდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge