გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.
🌦 აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ქ. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook გვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას.