ზაზა მესხის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით,ზაზას ცხედართან ერთად ბავშვის ცხედარით აღმოაჩინეს, თუმცა, ის მისი შვილი არ აღმოჩნდა.
“დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში, – წერს რაფაელ გოგიტიძე.
აღნიშნულ პოსტს ზაზა მესხის კიდევ ერთი ახლობელი გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, ზაზა იმ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს და ამ დროს დაიღუპა,“ – დაწერა ქალმა ფეისბუკში.