“გლოვობს ქუთაისი… ადამიანი რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა…” – ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი უეხრად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“გლოვობს ჩემი ქუთაისი (უბანი გორა) გარდაიცვალა გიორგი გიორგობიანი
სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები..ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. 🙏დღეს მგლოვიარეა ჩემი ქუთაისი უბანი “გორა”😥 შავებით შეიმოსა….
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ იყავი ადამიანი რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება,
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე…
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ასე ახალგაზრდა და ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი” – წერს სიხარულიძე.