31 აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარეა. ზოგადად, სუპერმთვარეობას უწოდებენ ფენომენს, როდესაც სავსე მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ამ დროს მთვარემ შესაძლოა იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ღია ლურჯი შეფერილობა მიიღოს. 31 აგვისტოს სწორედ ლურჯი სავსე მთვარეა. მთვარე წყლის პლანეტაა, ამიტომაც სავსემთვარეობის დროს განსაკუთრებულ ემოციურ არასტაბილურობას კირჩხიბები, მორიელები და თევზები გრძნობენ.
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ლურჯი სუპერმთვარე პროგრესს, განვითარებას, ცვლილებების სურვილს განსაკუთრებულად უჭერს მხარს, ამიტომაც შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუკი ცხოვრების გარდაქმნა გსურთ, გინდათ, რაღაც შეცვალოთ, როგორც კარიერაში, ყოველდღიურობაში, ასევე პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებში, პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ დღეს ღირს.
იფიქრეთ პოზიტიურად. ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებულად ესმის.
მიჰყევით თქვენს გულს და საბოლოოდ თქვით უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია.
ნუ შეგეშინდებათ ცდის. ახლა ექსპერიმენტების, ცვლილებების დროა!
დაისვენეთ და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაატარეთ დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, აივსეთ დადებითი ემოციებით და ეს ენერგია კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
წყარო – “ბომონდი”