საბურთალოს რაიონში, გაზის მილზე ხანძრის შედეგად, დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება.
„თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენრგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.„თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
გთავაზობთ ქუჩების ჩამონათვალს, რომლებსაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ:
26 მაისის მოედანი, დ.გამრეკელის ქ.(საბურთ), კოსტავას ქ., სააკაძე გიორგის დაღმართი, ალექსანდრე ბასილაიას I ჩიხი (საბ), ალექსანდრე შავერზაშვილი ქ(საბ) ,კუტუზოვის შეს., ფან.-ციციშვილის ქ., კიტა ბუაჩიძის ქ.(საბ), ნატახტარის ქ., ზურაბ ქაფიანიძის ქ., ნოდარ ანდღულაძის ქ., გურამ ქუთათელაძის I შესახ(ნაძ), კუტუზოვის ქ., კოსტავას ქ.(მიწისქვ.გადასასვ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, ტუსკიას ქ., ქარელის ქ., იოსებიძის ქ., ცაგარელის ქ, გურამ ბზვანელის ქ.(საბ), ტაშკენტის ქ., ხვიჩიას ქ., ლიხაურის ქ.,ი ყალთოს გორის ქ,ბახტრიონის ქ., ბუკიას ბაღი, ვახტანგ ჩიქოვანის ქ. , მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქ.(საბ), ვაჟა ფშაველას გამზირი, დ.გამრეკელის ქ.(კუტუზოვი), წინაუბნის ქ., მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ატენის შეს., სულხან ცინცაძის ქ.(საბ), იყალთოს ქ., საბურთალოს ქ., პეკინის გამზ. , ომარ ფხაკაძის ქ(საბ), სიმონ ჩიქოვანის ქ. , ირ.გამრეკელის ქ.(დელისი), ანდღულაძის ქ., ბაკურციხის ქ., ტეხურის ქ., მიხეილ ასათიანის ქ.(საბ), იყალთოს მთა, არჩილ სულაკაურის ქ., სააკაძის მოედანი, ვიქტორ დოლიძის ქ.(საბ), ალექსანდრე ბასილაიას ქ.(საბ), მიცკევიჩის ქ., დ.გამრეკელის შეს.(საბურთ.), ცინცაძის ქ., ალექსანდრე ბასილაიას II შეს.(საბ)