საშიში ნივთები, რომლებიც წარუმატებლობას იზიდავს:
გატეხილი სარკე, მინა, ჭურჭელი. ეს ნივთები გზას გიღობავთ, სახლში მცირე წარუმატებლობას იზიდავს და მუდმივად ნერვიულობის შეგრძნებას იწვევს. თქვენ თითქოსდა თავს ასე „გატეხილად“ გრძნობთ. ამასთან, დავიწყებული ნივთები უარყოფითად მოქმედებას თავიდანვე იწყებს, ასე რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ.
ძველი უსარგებლო ნივთები. ნებისმიერი ძველი ნივთი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ, უმჯობესია, გადაყაროთ. მათგან გამოსული ნეგატიური ეფექტი თავიდან სუსტია, მაგრამ თუ ნივთი კარადაში ან აივანზე დიდხანს გექნებათ, ის პოზიტიურ ენერგიას მაგნიტივით წაიღებს.
ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ძველი ფეხსაცმელი, რომელსაც არავინ იცვამს, ასევე ტანსაცმელი, წიგნი, ჭურჭელი და ავეჯი. ძველი ავეჯი უნდა გადაყაროთ და სახლში არ უნდა დატოვოთ. ექსპერტები ბებიის დროინდელი ნივთების შენახვას ავტოფარეხშიც კი არ გირჩევენ.
თუ არ გსურთ, ფანჯრიდან ბინაში უარყოფითმა ენერგიამ შემოაღწიოს, რაფაზე ქოთნის ყვავილები დადგით. გრძელ დერეფანში აუცილებლად დიდფოთლიანი მცენარე უნდა მოათავსოთ. თანაც ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას, მზეს არ საჭიროებს.
სამზარეულოში შეგიძლიათ დადგათ: ალოე, ტრადესკანცია, ასპარაგუსი, ფიკუსი, კრასულა (ფულის ხე), დიფენბახია.
არსებობენ მცენარეები, რომლებიც ნეგატიურ ან პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ, მაგალითად სურო, როგორც სხვა მცოცავი მცენარეები, სუროც იზიდავს სხვადასხვა ავადმყოფობასა და ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას. მათი გაჩერება ოფისებშიც კი არ არის რეკომენდებული. სურო ფლობს მამაკაცის ენერგიას და პრაქტიკულად აძევებს ძლიერ სქესს სახლიდან.
ბეგონია – მცენარე-ვამპირი, თუმცა სასარგებლო. ბეგონია იღებს უარყოფით და დადებით ენერგიას, თუმცა ცოტა ხანში უკან მხოლოდ დადებითს დაგიბრუნებთ.
ორქიდეა – ყველსათვის საყვარელმა ორიქდეამ შესაძლოა მთელი თქვენი დადებითი ენერგია შთანთქას. განსაკუთრებით აქტიურდება ღამის საათებში და გამთენიისას.