გია სურამელაშვილი კი “სარკესთან” ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს, ვინ რას ამბობს მასზე და მთავარი ის არის, რომ თვითონ ძალიან ბედნიერია.
გია სურამელაშვილი: ყველაზე კარგად, ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად ვარ! სოციალურ ქსელში ყველა მხედავს, როგორც ვარ.
– სოციალურ ქსელში არცთუ სასიამოვნოდ რომ განიხილავენ თქვენს ამბებს?
– არ მაღელვებს, ვინ როგორ განიხილავს. ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… 54 წლის გავხდი და ამ ხალხზე რომ მეფიქრა, ვინ რას იტყოდა, ასეთი შემდგარი ვარსკვლავი კი არ ვიქნებოდი! ვიღაც შეუმდგარი, სულელი ადამიანები, კლავიატურის ვირთხები სხედან ჭუჭყიანები, დაუბანლები და ჩემზე წერენ… ზოგზე გავიგე, ვინც წერს ამ რაღაცებს და იმის მერე ვფიქრობ, ისინი, ვინც ამ რაღაცებს წერენ, ადამიანებად არ ითვლებიან. ღვთის მადლით, ნორმალური და კარგი ხალხი კიდევ არის და მათ ვუყვარვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეგეთი ვირთხები კი ყოველთვის არსებობდნენ.
– ალბათ მაინც ათვალიერებთ სოციალურ ქსელს და იცით, რას წერენ თქვენზე.
– რაში მაინტერესებს?! არც ტელევიზიას და არც პრესას ინტერვიუს აღარ ვაძლევ. თუ სახლში არ ვარ ჩაკეტილი და არ ვისვენებ, ჩემ გარშემო რა ხდება, ყველაფერს ვაქვეყნებ სოციალურ ქსელში და არაფერს ვმალავ.
– ცოტა ხნის წინ გურამ შარაძის შვილმა დაწერა სოციალურ ქსელში, სურამელაშვილს რატომ არავინ იცავსო.
– მართლა? არც ჩემს ახლობლებს და არც ჩემს თანაშემწეს მსგავსი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ახლა თქვენგან გავიგე. რა მაქვს დასაცავი?! ეს რა არის? ხელისგულზე მატარებს ყველა თაობა. გურამ შარაძეს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ეს რას ჰგავს?
– ვერ აიტანა ადამიანმა, შეურაცხყოფას რომ გაყენებენ და თქვენი უფლებების დაცვას შეეცადა.
– სულელი ხალხი შვრება მაგას, მაგრამ ბინძურ პოლიტიკაში რომ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, ისეთი სადაა?! მე კი დღემდე ხელისგულზე მატარებენ – მჩუქნიან ბრილიანტებს, ოქროებს, მანქანებს და ვინაა შეურაცხყოფილი?! ჩემს თავს სულაც არ მივიჩნევ შეურაცხყოფილად. საზღვარგარეთ გასტროლები მაქვს, დავფრინავ და…
– თქვენს პაროდიას რომ აკეთებენ, არც ეს გაღიზიანებთ?
– პაროდიას რომ აკეთებენ, მითანხმდებიან მე და არ ინერვიულოთ თქვენ მაგაზე. ჩემთან შეთანხმების გარეშე არც არაფერი კეთდება და არც თენდება და ღამდება. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ და ინერვიულოთ. გადასარევი ცხოვრება მაქვს და ჩემი მეგობრები თუ ხედავენ, ჩემზე რომ რაიმეს არაადეკვატურს წერენ, ისინიც არ მეუბნებიან. დღემდე ასეთი მაგარი ვარ და ვერავინ ვერაფერი დამაკლო. ვიღაცებს კი საქმე არ აქვთ და წერენ. მაგათი დედაც! უნდათ, ჩემზე წერონ, რადგან ალბათ მაგათაც ვენატრები და ვუყვარვარ.
– თქვენს სიყვარულზე საუბრობენ ბევრს…
– რამეს რომ ვშაყირობ და ვღადაობ… “ტიკ-ტოკი” გასართობი პლატფორმაა და მეც ვერთობი – ვმღერი, ვცეკვავ, მსახიობურ მონაცემებს ვიყენებ და მონოლოგებს ვდგამ. ამიტომაც მყავს ბევრი გამომწერი და მოდაში ვარ! “ტიკ-ტოკი” ყველაზე სწორად მე მიმყავს – ეს არის ვიდეოების საღადაო პლატფორმა. კომედი შოუებში ტელევიზიები რომ საცოდავად, ძლივს უხდიან ფულებს, იქაც კი ჩემს ვარიაციებს და მონოლოგებს დგამენ და წარმოიდგინეთ, რა დონის მაგარი ბიჭი ვარ!
– და ის ამბები, რაზეც ვიდეოებს წერთ, თქვენი რეალური ცხოვრება კი არა, მხოლოდ ღადაობაა?
– რა თქმა უნდა?! ცხოვრებაში სხვა რა უნდა გააკეთო – უნდა იღადაო. ვერთობი ჩემთვის, ჩემი ხასიათის მიხედვით ვცხოვრობ და რაც მინდა, იმას ვაკეთებ. მთელი ცხოვრებაა, ასე ვარ და ისევ ასე გავაგრძელებ. არა ვარ ბოროტი და ცუდი ადამიანი. ამიტომაც ლამაზი ვარ და არც პლასტიკურ ოპერაციებს ვიკეთებ – არ ვიკეთებ ბოტოქსებს და არ ვიდიდებ ტუჩებს. დაწყნარდეს ყველა!
დღეში ორ-სამჯერ მაინც ვწერ ვიდეოებს, როცა ხასიათზე ვარ. ,,მუღამშიძძ ჩავვარდი, ბევრი ნახვა რომ აქვს ჩემს ვიდეოებს და ნახევარ მილიონამდე ადის მნახველთა რიცხვი. 700 ათასზე რომ ავა, უკვე მაგრად ვქეიფობ. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გასართობია. ისეთი მაგარი იუმორი მაქვს, “ტიკ-ტოკზე” პირველ ადგილზე ვარ!
– სიმღერა უფრო კარგი გასართობია თუ ვიდეოების გადაღება?
– სიმღერა არ არის გასართობი, ფულის საშოვნელი უფროა. ამ საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და დღემდე ყველაზე მოთხოვნადი მომღერალი რომ ვარ, გადასარევად იცით თქვენც!
ახლახან ბაკურიანში შემიყვანეს კუბდარის საჭმელად. ვიღაცამ თქვა, ერთი გაიცინოსო და რომ გავიცინე, 300 ლარი გამომიგზავნეს. 300 ლარი ერთ სიცილში! ასე რომ, წერონ, რამდენიც უნდათ, მეფეს ვერ ჩამოაგდებენ ტახტიდან! ჭიანჭველები უნდა არსებობდნენ!
– რეალურად შეყვარებული ხართ ახლა?
– ვარ! და როცა შეყვარებული ვარ, საქმეს უფრო ვერ ვაკეთებ კარგად. სიყვარული და ურთიერთობა როცა არსებობს, სხვაგვარად უნდა მოიქცე. როცა ამ ურთიერთობას არ უფრთხილდები, ცუდი შედეგი მოაქვს.
– თქვენგან მიდიან თუ თქვენ მიდიხართ?
– ჩემგან ვინმე წავა, როგორ ფიქრობთ?
– გააჩნია, თუ არ გაუფრთხილდებით…
– არა, ჩემგან არავინ მიდის. ჩემგან გაგდებულები უკან ბრუნდებიან. ხან ექვსი ყოფილი ერთად ბრუნდება. რიგში დგანან. მე კი იმას ვურიგდები, ვინც დაიმსახურებს და კარგად იქცევა.
– სიმდიდრეში, ფულსა და ოქროში უფრო არის ბედნიერება თუ სიყვარულში?
– სიყვარულში. ორივე ერთად კი ყველაზე მაგარი რამაა. მეგობრობაც სიყვარულია. ახლახან მანქანა მაჩუქეს. ახლა გავიგე, რომ ბათუმში მანქანას მჩუქნიან. მთავარია, მეგობრობა იყოს, მაინცდამაინც სექსუალური ურთიერთობა კი არ არის მთავარი. იმ ადამიანმა, ვინც ეს მანქანა მაჩუქა, სუფრასთან გამიცნო და ჩემი შემოქმედება უყვარს.
მანქანა მყავდა, მაგრამ გავყიდე, რადგან საზღვარგარეთ ვაპირებდი ცხოვრებას. ჩემს მეგობრებს დავყავდი. სუფრასთან ვთქვი, არ მყავს მანქანა-მეთქი. აქ დასამალი და სამარცხვინო რა იყო? ლაპარაკს მოჰყვა უბრალოდ. ცოტა კი გაუკვირდა, როგორ, მანქანა არ გყავსო. არც მიგრძვნია, რომ მანქანას მაჩუქებდა, მაგრამ 15000-დოლარიანი მანქანა მომაყენა.
– საზღვარგარეთ ცხოვრება მართლა გინდათ?
– კი, მინდა! ან სტამბულში მინდა, ან საბერძნეთში. შეიძლება წავიდე კიდეც. ჩემი თავის ადამიანი ვარ და, რაც მომინდება, იმას ვაკეთებ. შეიძლება წავიდე და დავრჩე და სულ აღარ დავბრუნდე. მე ყველა გზა გახსნილი მაქვს და პრობლემა არ არის სხვა ქვეყანაში ცხოვრება.
ყველა ქვეყანაში ისევე მცნობენ, როგორც საქართველოში. ყველგან შემიძლია, პურის ფული გავაკეთო ჩემივე საქმით. ყველა ქვეყანაში მიწვევენ სამღერლად და ყველგან მყავს მეგობრები და ახლობლები. ერთ აპარტამენტსაც ყველა გამომიყოფს.
– ახალ სიმღერებს როგორ არჩევთ თქვენი რეპერტუარისთვის?
– ახლა, ბოლოს, მიშა ზაქარიაშვილის და ეკა თარგამაძის სიმღერები ჩავწერე. ეკა მოსკოვში მოღვაწეობს და მიშიკოს ყველა იცნობს – ავტორი სიმღერის “დავლევ, აბა, რას ვიზამ”. სიმღერა უნდა მომეწონოს, უნდა მიხდებოდეს, ლამაზი და თბილი განწყობა უნდა მოჰქონდეს.
წყარო: sarkenews.ge