“ახლა, იტირეთ სანამ სულ მთლად მიწისქვეშ დამარხულს არ ნახავთ საქართველოს…” -ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი წერს.
„გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ვიტირეთ ….. ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი ,არ შემიძლია გამორიცხულია შეუძლებელია ჩემთვის ……აი ერთს კი შევახსენებ “იმ ზოგიერთს ოპოზიციიდან და ზოგიერთს უბრალოდ, ასევე არასწორ ,ხელისუფლების შემოგდებულ მესიჯს აყოლილი მოქალაქეებიდან : ნათია ბერიძე თუ ვიღაც რომ არის ( რაღაც მოჟურნალისტო ,ვიღაცების ტუალეტში და “კარადებში” ქალებს რომ ეძებს ხოლმე , მუდამ სხვის სახლთან ჩაცუცქულ- ატუზული) რომ შემომიგდო სახელისუფლო ტროლებით და სტატუს-კომენტარებს რომდებდნენ “ახლა პოლიტიკის დრო არ არის” და “რა დროს პროტესტია ახლა, ნახეთ რას კადრულობს პოლიტქულებს იწერს ჩარკვიანიო?!“ აი ზუსტად იმ დროს როცა გავყვიროდი რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთან ერთად : “ჩქარა ხელისუფლებას მივადგეთ და მოვითხოვოთ რუსთაველზე , რომ სხვა ძლიერ ქვეყნებს დახმარება მოსთხოვონ რომ არ დაგვიანდეს თქო” , რადგან ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო .ვიღაც, “სხვისი ტუალეტის მაყურებლის ” ტროლის მესიჯს აყოლილი დამფრთხალი ოპოზიცია ხომ “მოთქვამთ” ახლა, იტირეთ სანამ სულ მთლად მიწისქვეშ დამარხულს არ ნახავთ საქართველოს და ხელფასის მატება მოსთხოვეთ კორუფციით მკვლელად ქცეულ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას …….. თხუნელებად ქცეული პოლიტიკური სპექტრი ხართ.სახალხო ჯანყს ,დამფრთხალი, კომფორტს მიჩვეული ახალი “მოოლიგარქოს” მოლოდინში მყოფი ოპოზიცია -ადამიანები კი არა( ოპოზიციაში თუ სამოქალაქო სექტორში იქნება) იდეალისტები , არაკონფორმისტები და ვაჟკაცები სჭირდება. ( გამონაკლისი?? რა თქმა უნდა არის გამონაკლისი, ოღონდ მცირე) .მოკლედ ასეა და… ვისაც ეწყინა ოპოზიციიდან და საკუთარი თავი ამოიცნო, ახლა უკვე რუსებზე გაყიდული “ბორჯომის” წყალი მიირთვას ცივი!მაშინ როცა საჭირო იყო შველა “ახლა დუმილის დროა, გლოვას დუმილი უხდებაო”, როცა დროული იყო , როცა სწორედ ცუდი პოლიტიკა ,არასწორი, კორუფციული პოლიტიკა შვილებს გვიკლავს, მაშინ ზოგიერთი “ბრძნულად” ამბობდა ”რა დროს პოლიტიკააო”,ჰოდა ახლა ხომ არის ტირილის და მოთქმის დრო ,ჰოდა “ვიტიროთ”, იტირეთ ბატონებო სამშობლო აბა ჰე“