Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინტოკსიკაცია “ნიკორას” პროდუქტებით – რას აცხადებს მაია ბუწაშვილი?

August 25, 2023
ინტოკსიკაცია “ნიკორას” პროდუქტებით – რას აცხადებს მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოების საწარმოო პროცესის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე:

ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით.

ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები.

ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადექვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).

შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან – მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად.

ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით.

ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გასუფთავებული.

ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზედმიწევნით გარეცხვა.

მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ.

ვრცელი პოსტი გამოვიდა და ამიტომ სიმპტომებზე და მკურნალობაზე ცალკე დავწერ“ – წერს მაია ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ილია მეორის მისალოც წერილს ავრცელებს
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge