ბერლინში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს.
ის ჰოსპიტალშია მოთავსებული.
“ჰოსპიტალშია მეგობრებო თიკოძალიან ბევრი კითხულობთ და ვიცი გაგიხარდებათ” – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.
ცნობისთვის, თინათინ (თიკო) დოლიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
“დაიკარგა ქართველი გოგონა ბერლინში , თინათინ (თიკო) დოლიძე
(ამჟამად საბუთებში არის როგორც გოდუაძე). ბოლოს ორი დღის წინ ნახეს ქართველებმა შარლოტენბურგის S ბანზე , იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში. ასევე ნახეს გუშინ დილის 9 საათზე , ეძინა მეტროში (S9).ძალიან გთხოვთ იყავით ყურადღებით და სადმე თუ შეამჩნევთ ფოტო გადაუღეთ და აუცილებლად შეგვატყობინეთ! აცვია ლურჯი კედები, ლურჯი ჯინსი, თეთრი მოკლემკლავიანი მაისიური. ვინც ბერლინში ხართ , ხვალ 19:00 საათზე ვიკრიბებით და ძალიან გთხოვთ დაპლიუსდით , შექმნილი გვაქვს ჩათი თინათინისთვის! ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმეგავერთიანდეთ ძალიან გთხოვთ!!!” – წერდნენ გავრცელებულ ინფორმაციაში.