შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა. შედეგად, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით, 2021 წლის 1 ივლისამდე უგრძელდება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო და კანონის მოქმედების გახანგრძლივების მოტივად ეპიდვითარება დაასახელა.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონს ვადა 1 იანვარს ეწურებოდა.
შეგახსენებთ რომ მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.