პომიდორი — ერთ ან მრავალწლოვანი, ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ველური ფორმები ნაპოვნია პერუში, ვესტ-ინდოეთში, ეკვადორში, ჩილეში, კანარის კუნძულებზე, ფილიპინებზე. სამშობლოა სამხრეთი ამერიკა.
პომიდორი სასარგებლო პროდუქტია, მასში უამრავი ვიტამინია: C, K, კალიუმი, ფოლიუმი და ა.შ.
ვიტამინი C აუცილებელი ნუტრიენტი და ანტიოქსიდანტია. ერთი საშუალო ზომის პომიდორი ადამიანს C ვიტამინის ყოველდღიური მოსახმარებელი დოზის დაახლოებით 28%-ით უზრუნველყოფს.
კალიუმი სასარგებლოა არტერიული წნევის კონტროლისა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
ვიტამინი K1, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფილოქინონი, მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, მნიშვნელოვანია ქსოვილების ნორმალური ზრდისა და უჯრედების ფუნქციონირებისთვის. ეს განსაკუთრებით საჭიროა ორსული ქალებისთვის.
ამ პროდუქტის შემადგენლობის 95% წყალია და დანარჩენ 5%-ს ნახშირწყლები და საკვები ბოჭკო ინაწილებს.
პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებასაც ავლენს. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვი.
დიაბეტის დროს კვების დაგეგმვისას, პომიდორი, ისევე როგორც სტაფილო, ითვლება უსახამებლო ბოსტნეულად. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად წარმოქმნილი შაქრის რაოდენობა ულუფაში მინიმალურია.
დიაბეტურ დიეტაში უსახამებლო ბოსტნეულის პორცია დაახლოებით 60-70 გრამია. ეს მოხარშულის შემთხვევაში. ხოლო უმის პირობებში 130-140 გრამი. ორივე შეიცავს 2 გრამ შაქარს და 4 გრამ ნახშირწყლებს.