ბოლო პერიოდში საქართველოში აივ-ვირუსით ინფიციფრების მაჩვენებელი გაიზარდა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს უკავშირდება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოდინებას, ვინაიდან რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შიდსის გავრცელებით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა. ინფექციონისტების მოწოდების მიუხედავად, თავი დაიცვან მოქალაქეებმა სქესობრივი აქტის დროს, ინფიცირების მაჩენებელი წინა წლებთან შერდარებით საკმაოდ მაღალია.
რა არის აივ-ვირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს ადრეულ ეტაპზე ქალებსა და მამაკაცებში?
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) თავს ესხმის სხეულის იმუნურ სისტემას, რაც მას უფრო მიდრეკილს ხდის ინფექციებისა და დაავადებების მიმართ. აივ-ვირუსი არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ.
აივ-ის ადრეული ეტაპი არის მწვავე ინფექცია, რომელიც შეინიშნება აივ-თან კონტაქტიდან 2-დან 4 კვირამდე. ამ ეტაპზე ადამიანი ყველაზე გადამდებია. ქალებში აივ ინფექციის ადრეული სიმპტომები ძირითადად გრიპის მსგავსია.
ქალებში აივ ინფექციის ადრეული სიმპტომები მოიცავს:
თავის ტკივილს,
შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს: ლიმფური კვანძები, რომლებიც მდებარეობს კისერის მიდამოში, მკლავებში, თავის უკანა მხარეს და საზარდულში, შეშუპებულია იმუნური სისტემის რეაქციის გამო აივ ვირუსის წინააღმდეგ.
პირის ღრუს წყლულებს: ეს არის კრემისფერი ლაქები, რომლებიც ჩნდება სასის, ენისა და ტუჩების მიდამოებში.
ყელის ტკივილს;
გამონაყარს კანზე: კანზე გამონაყარი აივ ინფექციის შემთხვევაში არის მოწითალო, ქავილი და მტკივნეული.
ღამის ოფლიანობას: როდესაც თქვენი სხეული ცდილობს ებრძოლოს აივ ინფექციას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღამით ოფლიანობა.
დაღლილობას,
შემცივნებას,
კუნთების ტკივილს,
ცხელებას: ეს არის აივ ინფექციის ერთ-ერთი ადრეული და ყველაზე გავრცელებული ნიშანი.
სახსრების ტკივილს,
საჭმლის მონელების პრობლემებს: აივ ინფექციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა დიარეა, ღებინება და გულისრევა.
წონის დაკარგვას,
ხველას.
მამაკაცებში აივ ინფექციის ადრეული სიმპტომები მოიცავს:
სასქესო ორგანოს წყლულს,
ერექციულ დისფუნქციას,
პროქტიტს,
ჰიპოგონადიზმს,
პროსტატიტს,
ცხელებას,
ყელის ტკივილს,
გამონაყარს და სხვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ადრეული სიმპტომები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობით და არა მხოლოდ აივ-ვირუსით, თუმცა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინბარე, მსგავსი სიმპტომების ქონის შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ გადაამოწმებთ საკუთარ ჯანმრთელობას, რათა უფრო დაცულები იყოთ.