ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში ეხმაურება პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებას და წერს:
“პრიგოჟინი დაბრიდეს 🙂 როსავიაცია ტვერში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება. მგზავრებს შორის იყო ევგენი პრიგოჟინი. სავარაუდოდ დაღუპულია ათი ადამიანი
გაურიგდით პუტინს 🙂
თვითმფრინავი მოსკოვიდან პეტერბურგში მიფრინავდა.”
ცნობისთვის, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის რეგიონში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, მგზავრებს შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი.