დღეს გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება, სადაც მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არის, მოსახლეობას მოუსმინოს.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მოსმენისთვის მზად ყოფილა, და გადასცეს სოფო ჯაფარიძემ ჩემი მოსაზრება:
თავისუფალ კონკურენციას ნუ ზღუდავ სადაც გაგდის, და ამ შეზღუდვის ხარჯზე ნუ ტივტივებ.
ამომრჩევლისთვის ნათელი უნდა გახდეს რა არჩევანებია მის წინაშე, რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოაგვარებს მის პრობლემას და გაიაზროს, რომ შენი დრო წავიდა, აზრზე არ ხარ ქართველ ხალხს რა სურს, იმიტომ რომ ბოლო მრავალი წელია, საკუთარი თავის გარდა, არაფერზე გიფიქრია და გილაპარაკია” – წერს ჩერგოლეიშვილი.