საქართველოს უნივერსიტეტი შოვის სტიქიის გამო კოტე მაისურაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს და დაღუპულ სტუდენტს ემშვიდობება:
“საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, კოტე მაისურაძის გარდაცვალების გამო.
შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა. ამ ამბავით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ.
ყველა ჩვენგანი, სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 27-ე ცხედარი იდენტიფიცირებულია და ის კოტე მაისურაძის აღმოჩნდა.