Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო” – თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია

December 29, 2020
“2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო” – თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია

მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნეა სცენაზე დგას. ამ ხნის განმავლობაში მას 200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებილი და რამდენიმე მიუზიკლშიც უთამაშია. თემურ წიკლაურის მტკიცე ხმის უკან დიდი ტრაგედია იმალება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ იცის, რომ მას 5 წლის შვილი გიორგი წიკლაური გარდაეცვალა.

აი, როგორ იხსენებს მაშინდელ ტრაგედიას „ივერიის“ სოლისტი:

„1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ… საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ – აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო!

შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი რამეთუ მიყვარხარო“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…“, – ამბობს წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს კიდევ ერთი შვილი, ქეთი ჰყავს, რომელთანაც განსაკუთრბული, თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„მამას როცა ქუჩაში ცნობენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, სიხარულით გიჟდება. სხვათაშორის, თემური მომღერლობასთან ერთად სერიოზული კულინარიცაა. საჭმელებს იგონებს კიდეც. ქეიფის მოყვარულიცაა, ორმოცი წელია, სულ ქეიფობს… ახლა უფრო ცდილობს შეისვენოს ხოლმე . „პახმელიაზე“ ცუდი ხასიათი არ აქვს, პირიქით, „პონჩიკივით“, „ბულოჩკასავით“ ხდება (იცინის)“, – ამბობს ქეთი წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

თემურ წიკლაური თავის ერთადერთ შვილსა და შვილიშვილზე ამბობს: ერთი შვილი დამრჩა – ქეთევან წიკლური. მღერის ძალიან კარგად. მყავს ერთი შვილიშვილი – ანდრეა გოგიბედაშვილი, რომელიც ძალიან გონიერი და ზრდილი ბავშვია. ვფიქრობდი რომ სოფლის ცოდნა აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ ქალაქშიც ძალიან ბევრი, ნიჭიერი, მშრომელი და საუკეთესო ბავშვი იზრდება. საუკეთესო თაობა მოდის! ჩემი შვილიშვილი მუსიკებს წერს და ერთმანეთთან ვმეგობრობთ…

შემოქმედებითი პროცესიდან თემურ წიკლაური „ივერიასთან“ თანამშრომლობას განსაკუთრებულს უწოდებს.

„ანსამბლმა შექმნა 4 მიუზიკლი და ყველა მათგანისთვის მუსიკა ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა. ყველა იდეა და სცენარი კი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის. „ივერია“ არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება“,- აცხადებდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა ის მაინც „არწივად“ რჩება. თუმცა, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“ როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე
  • გორში ქალს ავტომობილი დაეჯახა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • „რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა…“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge