გურჯაანში სოფელ ახაშენში ავარიას ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან ნათია, ზურაბ და გაბრიელ ჭამიაშვილები.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი მანქანით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
„როგორ აღგიწეროთ, რა ხდება აქ. დაღუპულია 27 წლისაა ნათია, 33 წლის ზურა და 4 წლის გაბრიელი. გადარჩა მხოლოდ უფროსი შვილი, 7 წლის. ამ ტრაგედიის ენით გადმოცემა შეუძლებელია. შეძრულია მთელი სოფელი”- ამბობს ახლობელი.
„შეუძლებელი იყო ოჯახის სიმწრის ყურება, საშინელება ტრიალებდა გურჯაანის საავადმყოფოს ეზოში“- ამბობს ადგილობრივი.