პარანორმალური მოვლენა სოფელ ძალისში – ამ დასათაურებით ინტერნეტსივრცეში ვიდეო ქვეყნდება, რომელიც სოფელ ძალისშია გადაღებული. სოციალურ ქსელებში, ფეისბუქმომხმარებლები აქტიურად გაიხილავენ და კითხულობენ, თუ რა არის კამერის მიერ დაფიქსირებული თეთრი ჩრდილი.
აღნიშნული ვიდეოს ნახვა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება „დაიჯესტმა“ უფოლოგ ერეკლე შონიას სთხოვა.
მისი თქმით, შესაძლებელია სოფელი ძალისი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი ადგილი იყოს, კადრში ნაჩვენები გამოსახულება კი იმის ნიშანია, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ეკლესია უნდა აიგოს.
„ამ ვიდეოში შესაძლებელია, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა – სულის ამოსვლა იყოს დაფიქსირებული, ან კიდევ უცხო პლანეტელების აფრენა. დედამიწას აქვს განსაკუთრებული ადგილები, ზონები, რომელიც ენერგეტიკულად დამუხტულია მზისგან, ასეთ ადგილებში ჩვენი წინაპრები აგებდნენ ეკლესიებს.
ახლა ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად, რა მოხდა ამ ვიდეოში. მაგრამ ადამიანის თვალისგან შეუმჩნეველი შესაძლოა კამერამ დააფიქსიროს. ძველად, როდესაც მზის სხივის არეკვლას ან განსაკუთრეულ სინათლეს შეხედვადნენ, ამ მოვლენას ხილვას ეძახდნენ, შემდეგ ამ ადგილებში ეკლესია-მონასტრებს აგებდნენ.
ახლა, მხოლოდ, ამ კადრებით ძნალია დაზუსტებით რაიმეს თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ადგილი განსაკუთრებული ენერგეტიკისაა“, – განუცხადა „დაიჯესტს“ ერეკლე შონიამ.
იხილეთ ვიდეო:
წყარო: digest.pia.ge