გურჯაანში სოფელ ახაშენში ავარიას ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი მანქანით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
ეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. გარდაცვლილები არიან ზურაბ ჭამიაშვილი, მისი მეუღლე ნათია გოლუბიანი და მათი ვაჟი, გაბრიელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ambebi.ge